შენობა მდებარეობს თბილისის ისტორიულ უბანში, ჭრელი აბანოების გვერდით.
გარე ფასადი იმეორებს ძველი თბილისის არქიტექტურულ სტილს და სინთეზშია გარემოსთან.
ისტორიული შენობებით დატვირთული ქალაქის ეს უბანი, ტურისტულად აქტიურ ზონაში მდებარეობს.
შენობიდან იშლება ძველი თბილისის ულამაზესი ხედები ნარიყალაზე, მეტეხის ეკლესიაზე, კალა უბანზე და ა.შ.