რესტორანი „ბუდაპეშტი“ ვაკის პარკთან

რესტორანი „ბუდაპეშტი“
ვაკის პარკთან

1958 წელს აშენებული რესტორან „ბუდაპეშტის“ ისტორიული შენობა, ათწლეულების განმავლობაში, თბილისის მთავარი მოსასვენებელი სივრცის, ვაკის პარკის განუყოფელი ნაწილი იყო და თბილისელებისთვის ერთ-ერთ ყველაზე კოლორიტულ ადგილს წარმოადგენდა.

თბილისის მუნიციპალიტეტის მიერ ვაკის პარკისა და პარკის ისტორიული კასკადის რეაბილიტაციის ფონზე, ინვესტორი მზად არის სასტუმროს მშენებლობის ნაცვლად აღადგინოს რესტორან “ბუდაპეშტის” ავთენტური ისტორიული შენობა.

კომპანია მზად არის შეასრულოს მერიის მხრიდან შემოთავაზებული თავდაპირველი პირობა და  შენობას დაუბრუნოს მისი ისტორიული სახე, პირვანდელი ფასადისა და სიმაღლის შესაბამისად.

მიუხედავად სასმართლოს დადებითი გადაწყვეტილებისა და მშენებლობის კანონიერი უფლებისა, კომპანია მზად არის დათანხმდეს კომპრომისულ ვარიანტს და უარი ვთქვას სასტუმროს პროექტის განხორციელებაზე ვაკის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე.

აღდგენითი სამუშაოების დროს, გარდა არსებული ნარგავების შენარჩუნების გარანტიისა, კომპანია საკუთარ თავზე იღებს ტერიტორიის დამატებით გამწვანებასაც. ინვესტორი საჯაროდ ადასტურებს, რომ არსებული ტერიტორიის კეთილმოწყობა დასრულდება უმოკლეს დროში და გაგრძელდება მისი მოვლა-პატრონობა, შეთანხმებული პირობების მიხედვით. რესტორან „ბუდაპეშტის“ ამ ფორმით აღდგენის შემთხვევაში, პროექტი სრულ შესაბამისობაში მოვა ვაკის პარკის ისტორიულ იერსახესთან და ასევე, არ შეილახება კომპანიისა და ინვესტორის სამართლებრივი უფლებები.