სტუმარ-მასპინძლობის მიმართულება

სტუმარ-მასპინძლობის
მიმართულება

„ტიფლის ბიზნეს ჯგუფი“ აქტიურად არის ჩართული სტუმარ-მასპინძლობის მიმართულების ინფრასტრუქტურის განვითარებაში.

„ტიფლის ბიზნეს ჯგუფი“ ერთ-ერთი პირველი კომპანიაა, რომელმაც სტუმარ-მასპინძლობის ბიზნესის განვითარების მიზნით, საერთაშორისო ბრენდებთან დაიწყო თანამშრომლობა და საქართველოში  ცნობილი სასტუმროების ქსელი Best Western შემოიყვანა. ბრენდის ქვეშ პირველი სასტუმრო ტიფლის თაუერისშენობაში განთავსდა.

აბანოთუბანი

სრულად ნახვა

ბუტიკური ტიპის სასტუმრო
აბანოებთან

ამჟამად, ჯგუფი ოპერირებას უწევს ბუტიკური ტიპის სასტუმროს აბანოთუბანი. შენობა განთავსებულია ძველი თბილისის ისტორიულ უბანში, ჭრელი აბანოების გვერდით. მისი გარე ფასადი იმეორებს ისტორიული შენობებით დატვირთული უბნის არქიტექტურულ სტილს და სინთეზშია გარემოსთან.

ევროპული ტიპის თანამედროვე სასტუმრო
ქალაქის ცენტრში

ჯგუფის ერთ-ერთი გამორჩეული პროექტია, მაღალი კლასის ევროპული ტიპის სასტუმროსთვის აშენებული ენერგოეფექტური და თანამედროვე სტანდარტების მქონე 9 სართულიანი შენობა, რომელიც მდებარეობს თბილისის პრესტიჟულ უბანში, ვერაზე, კოსტავას ქუჩაზე, 45გ ნომერში.

მიმდინარე პროექტი

 

მიმდინარეობს 250 ნომრიანი, ხუთვარსკვლავიანი სასტუმროს მშენებლობა კოსტავას 43 ნომერში, რომელიც ოპერირებას ლუქს კლასის სასტუმროების ბრენდის Sofitel-ის სახელის ქვეშ დაიწყებს.

ეს იქნება მსოფლიო სტუმარ-მასპინძლობის სექტორის ლეგენდარული ბრენდის პირველი პროექტი საქართველოში.