„ტიფლის ბიზნეს ჯგუფი“ და მისი შვილობილი კომპანია OFFICERENT გთავაზობთ სხვადასხვა ტიპისა და დანიშნულების მქონე სივრცეების გაქირავების სერვისს. თუმცა, კომპანია ძირითადად ორიენტირებულია საოფისე სივრცეების გაქირავების მიმართულებით.
ჩვენი აგენტები დაგეხმარებიან სწრაფად შეარჩიოთ თქვენზე მორგებული და სრულყოფილი სამუშაო გარემო, რომელის ბენეფიტებიც გაგრძელდება მთელი იჯარის განმავლობაში.
OFFICERENT-ის ექსკლუზიური მომსახურება მოიცავს კლიენტის საჭიროებების მიხედვით, მისთვის სასურველი ფასის მქონე ფართის შერჩევას, მოლაპარაკებების წარმოებას და ფართის მორგებას, (დაყოფა, რემონტი, ტექნიკური უზრუნველყოფა) კომპანიის მიერ მოთხოვნილი სპეციფიკიდან გამომდინარე.